იტალია
вторник, 5 июня 2012 г.
понедельник, 4 июня 2012 г.
იტალია
იტალია (იტალ. Italia), ოფიციალურად იტალიის რესპუბლიკა (იტალ. Repubblica italiana[1]) — უნიტარული, საპარლამენტო რესპუბლიკა სამხრეთ-დასავლეთ ევროპაში. ჩრდილოეთით, ალპების გასწვრივ ესაზღვრება საფრანგეთი, შვეიცარია, ავსტრია და სლოვენია. სამხრეთით ის მთლიანად მოიცავს აპენინის ნახევარკუნძულს, ხმელთაშუა ზღვის ორ უდიდეს კუნძულს — სიცილიასა და სარდინიას, ასევე სხვა მრავალ პატარა კუნძულს. იტალიის საზღვრებში მდებარეობს ორი ანკლავი, დამოუკიდებელი სახელმწიფოები სან-მარინო და ვატიკანი. ამავე დროს იტალია შვეიცარიის ტერიტორიაზე ფლობს ექსკლავ კამპიონე-დ'იტალიას. იტალიის ტერიტორია მოიცავს 301 338 კმ²-ს და ახასიათებს ზომიერი სარტყლის კლიმატით. 60,6 მლნ მცხოვრებით იტალია ევროპაში მე-5 სახელმწიფოა მოსახლეობის რაოდენობის მხრივ და მსოფლიოში 23-ე.
იტალიის დედაქალაქი რომი საუკუნთა განმავლობაში დასავლური ცივილიზაციის პოლიტიკურ და რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა, როგორც რომის იმპერიის დედაქალაქი და წმინდა ეპარქიის ადგილსამყოფელი. რომის იმპერიის დაცემის შემდეგ იტალიამ გაუძლო უცხოელ ხალხთა მრავალ ინვანსიას, ძირითადად ისეთი ხალხებისგან როგორებიც იყვნენ გერმანიკული ტომები — ლანგობარდები და ოსტგუთები, შემდეგ ბიზანტიელები, უფრო მოგვიანებით კი ნორმანები და ა. შ. საუკუნეების შემდეგ, იტალია საზღვაო რესპუბლიკებისა და რენესანსის სამშობლო გახდა.[2]
პოსტ-რომის იმპერიული საკმაოდ ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე იტალია დაყოფილი იყო მრავალ სამეფოდ და ქალაქ-სახელმწიფოდ (მაგალითად, როგორებიც იყო სარდინიის სამეფო, ორი სიცილიის სამეფო, მილანის საგრაფო), მაგრამ 1861 წელს გაერთიანდა.[3] გაერთიანების მღელვარე პერიოდი ისტორიაში ცნობილია როგორც "Il Risorgimento". გვიანდელ XIX საუკუნიდან და მეორე მსოფლიო ომის ბოლომდე იტალია ფლობდა კოლონიურ იმპერიას, რომელზეც მისი მმართველობა ვრცელდებოდა და ოგო მოიცავდა ლიბიას, ერიტრეას, სომალის, ეთიოპიას, ალბანეთს, დოდეკანესის კუნძულებსა და ტიანძინის კონსესიას ჩინეთში.[4]
თანამედროვე იტალია დემოკრატიული რესპუბლიკაა. რანგირებულია როგორც მსოფლიოს 24-ე ყველაზე განვითარებული ქვეყანა[5] და ცხოვრების ხარისხის ინდექსით შედის მსოფლიო ქვეყანათა ათეულში.[6] იტალია გამოირჩევა ცხოვრების ძალიან მაღალი სტანდარტით და ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაღალი მაჩვენებლით.[7][8] წარმოადგენს ევროკავშირის ჩანასახის დამფუძნებელ წევრს და ევროზონის ნაწილს. იტალია ასევე არის დიდი რვიანის, დიდი ოციანისა და ნატოს წევრი. გააჩნია მსოფლიოში მესამე უდიდესი ოქროს მარაგი, მშპ-ის მერვე უდიდესი მაჩვენებელი მსოფლიოში, მეათე უდიდესი მშპ,[9] და მეექვსე უდიდესი სახელმწიფო ბიუჯეტი.[10] ის ასევე არის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, დასავლეთ ევროპის კავშირისა და გაეროს წევრი. იტალია ფლობს მსოფლიოში მეცხრე უდიდეს თავდაცვით ბიუჯეტს და მის ტერიტორიაზე განთავსებულია ნატოს ბირთვული იარაღი.
იტალია დიდ როლს თამაშობს გლობალურ სამხედრო, კულტურულ და დიპლომატიურ საქმიანობებში. ქვეყნის ევროპული პოლიტიკის, სოციალური და ეკონომიკური გავლენა მას მთავარ რეგიონულ ძალად აქცევს.[11][12] იტალიას გააჩნია საზოგადოების განათლების მაღალი დონე და წარმოადგენს მაღალგლობალიზებულ ერს.[13]
მთავარი სტატია : იტალიის გეოგრაფია.
ქვეყანა დასავლეთ ევროპაში, აპენინის ნახევარკუნძულსა და მიმდებარე კუნძულებზე. მოსაზღვრე ქვეყნებია: საფრანგეთი, შვეიცარია, ავსტრია, სლოვენია. იტალიის ტერიტორიაზე მდებარეობს ორი სუვერენული სახელმწიფო-ანკლავი: ვატიკანი და სან-მარინო. იტალია მდებარეობს ზომიერი სარტყლის ტყის ზონისა (ჩრდილოეთით) და სუბტროპიკული სარტყლის (სამხრეთით) ფარგლებში. მის ბუნებაზე დიდ გავლენას ახდენს ხმელთაშუა ზღვა. ნაპირი სუსტადაა დანაწევრებული, ცოტაა მოხერხებული უბე. შედარებით მეტადაა დანაწევრებული აპენინის ნახევარკუნძულის სამხრეთი სანაპირო. სანაპირო ხაზის სიგრძეა დაახლოებით 7 500 კმ. ტერიტორიის დაახლოებით 4/5 უჭირავს მთებსა და მაღლობებს. ჩრდილოეთით გადაჭიმულია ალპები (მთა მონბლანი, 4807 მ — იტალიის უმაღლესი წერტილი), მის სამხრეთით, აპენინის ნახევარკუნძულის გასწვრივ, თითქმის 1200 კმ-ზე გადაჭიმულია აპენინის მთები (მთა კორნო-გრანდე, 2914 მ), ეტნა (3340 მ), სტრომბოლი, ვულკანო. შუა და სამხრეთ იტალიაში ხშირია მიწისძვრა (მესინის — 1908, სიცილიის — 1968).
სასარგებლო წიაღისეულიდან აღსანიშნავია ქვანახშირი, ლიგნიტი, ნავთობი, ბუნებრივი აირი, ტყვიის, თუთიისა, და რკინის მადანი, ბოქსიტი, პირიტი, ვერცხლისწყლის მადანი, გოგირდი, მარმარილო.
ჰავა იტალიის დიდ ნაწილში სუბტროპიკულია, ხმელთაშუაზღვიური, პადანის ვაკეზე — სუბტროპიკულიდან ზომიერში გარდამავალი. ზაფხული ცხელი და მშრალია. მდინარეთა ქსელი ყველაზე ხშირია ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც გადის იტალიის უდიდესი მდინარე პო (სიგრძე 652 კმ.) პადანის ვაკეზე მიედინება მდინარეები: ადიჯე, ბრენტა, პიავე, ტალიამენტო, რენო და სხვ. აპენინის ნახევარკუნძულის უდიდესი მდინარეებია: არნო, და ტიბრი. დიდი ტბების უმეტესობა (გარდა, კომო, ლაგო-მაჯორე და სხვ.) ლომბარდიის ალპების მთისწინეთშია, აპენინის ნახევარკუნძულის უდიდესი უდიდესი ტბებია: ბოლსენა, ბრაჩანო და სხვ.
ალპებში 800 მეტრამდე სიმაღლეზე მთის ფართოფოთლოვანი ტყეა, 800-დან 1800 მ-მდე — წიფლნარი და წიწვნარია მთა-ტყის ყომრალ და ნეშომპალა ნიადაგებზე; მაღლა — ბუჩქნარი, სუბალპური და ალპური მდელოები მთა-მდელოს ნიადაგზე, თხემურ, ნაწილში გაშიშვლებული კლდეები და შვავებია. აპენინებში სიცილიასა და სარდინიაში 500-600 მ-მდე მარადმწვანე ქვამუხის, კორპის მუხის, მინიისა და ალეპოს ფიჭვის კორომები და ბუჩქნარია უმთავრესად ყავისფერ ნიადაგზე, მაღლა, 1000-1500 მ-მდე ჭარბობს მთის ფართოფოთლოვანი ტყეები ყავისფერ და მთის მურანიადაგებზე. ცხოველები შემორჩენილია მხოლოდ მთაში. ალპებსა და აპენინებში ბინადრობს არჩვი, ველური კატა, კვერნა, ქრცვინი, ცენტრაურ აპენინებში — მურა დათვი. გავრცელებულია: კურდღელი, ციყვი, ფრინველთა 400-მდე სახეობა. ბევრია ქვეწარმავალი და თევზი.
მთავარი სტატია : იტალიის ეკონომიკა.
იტალია მაღალგანვითარებული ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა, ე.ე.პ. მოცულობით (1.160 მლრდ $) მსოფლიოში მე-6 ადგილი უკავია.
მთავარი სტატია : იტალიის ისტორია.
1861
წელს თანამედროვე იტალიის ტერიტორიაზე არსებული პატარა სამეფო-სამთავროები
გაერთიანდნენ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. სულ ბოლოს მათ შეუერთდა რომი,
სადაც მანამდე პოლიტიკური ძალაუფლება ეკუთვნოდა პაპს. 1922 წელს ქვეყნის სათავეში მოვიდა ფაშისტური ხელისუფლება ბენიტო მუსოლინის მეთაურობით, რომელიც ჩათრეულ იქნა მეორე მსოფლიო ომში. 1947 წელს იტალია გახდა დემოკრატიული რესპუბლიკა.
მთავარი სტატია : იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები იტალიაში.
იტალიის დედაქალაქი რომი საუკუნთა განმავლობაში დასავლური ცივილიზაციის პოლიტიკურ და რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა, როგორც რომის იმპერიის დედაქალაქი და წმინდა ეპარქიის ადგილსამყოფელი. რომის იმპერიის დაცემის შემდეგ იტალიამ გაუძლო უცხოელ ხალხთა მრავალ ინვანსიას, ძირითადად ისეთი ხალხებისგან როგორებიც იყვნენ გერმანიკული ტომები — ლანგობარდები და ოსტგუთები, შემდეგ ბიზანტიელები, უფრო მოგვიანებით კი ნორმანები და ა. შ. საუკუნეების შემდეგ, იტალია საზღვაო რესპუბლიკებისა და რენესანსის სამშობლო გახდა.[2]
პოსტ-რომის იმპერიული საკმაოდ ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე იტალია დაყოფილი იყო მრავალ სამეფოდ და ქალაქ-სახელმწიფოდ (მაგალითად, როგორებიც იყო სარდინიის სამეფო, ორი სიცილიის სამეფო, მილანის საგრაფო), მაგრამ 1861 წელს გაერთიანდა.[3] გაერთიანების მღელვარე პერიოდი ისტორიაში ცნობილია როგორც "Il Risorgimento". გვიანდელ XIX საუკუნიდან და მეორე მსოფლიო ომის ბოლომდე იტალია ფლობდა კოლონიურ იმპერიას, რომელზეც მისი მმართველობა ვრცელდებოდა და ოგო მოიცავდა ლიბიას, ერიტრეას, სომალის, ეთიოპიას, ალბანეთს, დოდეკანესის კუნძულებსა და ტიანძინის კონსესიას ჩინეთში.[4]
თანამედროვე იტალია დემოკრატიული რესპუბლიკაა. რანგირებულია როგორც მსოფლიოს 24-ე ყველაზე განვითარებული ქვეყანა[5] და ცხოვრების ხარისხის ინდექსით შედის მსოფლიო ქვეყანათა ათეულში.[6] იტალია გამოირჩევა ცხოვრების ძალიან მაღალი სტანდარტით და ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაღალი მაჩვენებლით.[7][8] წარმოადგენს ევროკავშირის ჩანასახის დამფუძნებელ წევრს და ევროზონის ნაწილს. იტალია ასევე არის დიდი რვიანის, დიდი ოციანისა და ნატოს წევრი. გააჩნია მსოფლიოში მესამე უდიდესი ოქროს მარაგი, მშპ-ის მერვე უდიდესი მაჩვენებელი მსოფლიოში, მეათე უდიდესი მშპ,[9] და მეექვსე უდიდესი სახელმწიფო ბიუჯეტი.[10] ის ასევე არის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, დასავლეთ ევროპის კავშირისა და გაეროს წევრი. იტალია ფლობს მსოფლიოში მეცხრე უდიდეს თავდაცვით ბიუჯეტს და მის ტერიტორიაზე განთავსებულია ნატოს ბირთვული იარაღი.
იტალია დიდ როლს თამაშობს გლობალურ სამხედრო, კულტურულ და დიპლომატიურ საქმიანობებში. ქვეყნის ევროპული პოლიტიკის, სოციალური და ეკონომიკური გავლენა მას მთავარ რეგიონულ ძალად აქცევს.[11][12] იტალიას გააჩნია საზოგადოების განათლების მაღალი დონე და წარმოადგენს მაღალგლობალიზებულ ერს.[13]
სექციების სია[დამალვა] |
სახელწოდება [რედაქტირება]
- ოფიციალური: ქართულად — იტალიის რესპუბლიკა; იტალიურად — Italia, Repubblica Italiana.
- ეტიმოლოგია — სახელი უკავშირდება ძველ იტალიკურ ტომებს, რომელთა ერთმა ნაწილმა, კერძოდ ლათინებმა დაიმორჩილეს დანარჩენები და შექმნეს რომის რესპუბლიკა. სხვა ვერსიით, იგი მომდინარეობს „ხბოთა ღვთაების“ სახელისაგან (ლათინურად vituli ხბოებს ნიშნავს).
- ქვეყნის კოდი — IT.
გეოგრაფია [რედაქტირება]
სასარგებლო წიაღისეულიდან აღსანიშნავია ქვანახშირი, ლიგნიტი, ნავთობი, ბუნებრივი აირი, ტყვიის, თუთიისა, და რკინის მადანი, ბოქსიტი, პირიტი, ვერცხლისწყლის მადანი, გოგირდი, მარმარილო.
ჰავა იტალიის დიდ ნაწილში სუბტროპიკულია, ხმელთაშუაზღვიური, პადანის ვაკეზე — სუბტროპიკულიდან ზომიერში გარდამავალი. ზაფხული ცხელი და მშრალია. მდინარეთა ქსელი ყველაზე ხშირია ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც გადის იტალიის უდიდესი მდინარე პო (სიგრძე 652 კმ.) პადანის ვაკეზე მიედინება მდინარეები: ადიჯე, ბრენტა, პიავე, ტალიამენტო, რენო და სხვ. აპენინის ნახევარკუნძულის უდიდესი მდინარეებია: არნო, და ტიბრი. დიდი ტბების უმეტესობა (გარდა, კომო, ლაგო-მაჯორე და სხვ.) ლომბარდიის ალპების მთისწინეთშია, აპენინის ნახევარკუნძულის უდიდესი უდიდესი ტბებია: ბოლსენა, ბრაჩანო და სხვ.
ალპებში 800 მეტრამდე სიმაღლეზე მთის ფართოფოთლოვანი ტყეა, 800-დან 1800 მ-მდე — წიფლნარი და წიწვნარია მთა-ტყის ყომრალ და ნეშომპალა ნიადაგებზე; მაღლა — ბუჩქნარი, სუბალპური და ალპური მდელოები მთა-მდელოს ნიადაგზე, თხემურ, ნაწილში გაშიშვლებული კლდეები და შვავებია. აპენინებში სიცილიასა და სარდინიაში 500-600 მ-მდე მარადმწვანე ქვამუხის, კორპის მუხის, მინიისა და ალეპოს ფიჭვის კორომები და ბუჩქნარია უმთავრესად ყავისფერ ნიადაგზე, მაღლა, 1000-1500 მ-მდე ჭარბობს მთის ფართოფოთლოვანი ტყეები ყავისფერ და მთის მურანიადაგებზე. ცხოველები შემორჩენილია მხოლოდ მთაში. ალპებსა და აპენინებში ბინადრობს არჩვი, ველური კატა, კვერნა, ქრცვინი, ცენტრაურ აპენინებში — მურა დათვი. გავრცელებულია: კურდღელი, ციყვი, ფრინველთა 400-მდე სახეობა. ბევრია ქვეწარმავალი და თევზი.
- ფართობი — 301 230 კმ²
- საზღვრები: საზღვაო — 4 852 კმ; სახმელეთო — 1 703 კმ.
- ბუნება: გეოგრაფიული რაიონები — ალპები, აპენინები, პოს ველი.
- უმაღლესი მწვერვალები (მ) — გრან-პარადიზო 4 061, მონბლანი 4 807 (საფრანგეთთან ერთად);
- უდიდესი მდინარეები (კმ) — პო 652, ადიჯე 410, ტევერე 405;
- უდიდესი ტბები (კმ²) — გარდა 370, ლაგო-მაჯორე 170 (სულ 212), კომო 146, ტრაზიმენო 128;
- უდიდესი კუნძულები (კმ²) — სიცილია 25 426 სარდინია 23 813, ელბა 223
- კლიმატი — ხმელთაშუაზღვიური, კონტინენტური, ალპური.
- ბუნებრივი რესურსები — ვერცხლისწყალი, მარმარილო, გოგირდი, ბუნებრივი აირის და ნავთობის მცირე რეზერვები, თევზი, ქვანახშირი, სასოფლო-სამეურნეო მიწები.
სახელმწიფო [რედაქტირება]
- პოლიტიკური სისტემა — საპარლამენტო რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური — პრეზიდენტი ჯორჯო ნაპოლიტანო (Giorgio Napolitano, 2006).
- მთავრობის მეთაური — პრემიერ-მინისტრი მარიო მონტი (იტალ. Mario Monti) (დ. 19 მაერტი 1943, ვარეზე, იტალია) — იტალიელი პოლიტიკოსი. იტალიის პრემიერ-მინისტრი 2011 წლის 16 ნოემბრიდან.
- საკანონმდებლო ორგანო — ორპალატიანი პარლამენტი, შედგება რესპუბლიკის სენატისა (315 წევრი) და დეპუტატთა პალატისაგან (630 წევრი).
ადმინისტრაციული დაყოფა [რედაქტირება]
იტალიის პირველი დონის ქვედანაყოფი რეგიონია. იტალიის შემადგენლობაში შედის 20 რეგიონი (Regione): აპულია, აბრუცი, ბაზილიკატა, ემილია-რომანია, ვენეტო, კალაბრია, კამპანია, ლაციო, ლიგურია, ლომბარდია, მარკე, მოლიზე, პიემონტი, ტოსკანა, უმბრია, ვალე-დ-აოსტა, სარდინია, სიცილია, ტრენტინო-ალტო-ადიჯე, ფრიული-ვენეცია-ჯულია. უკანასკნელ ხუთ რეგიონს ავტონომიური რეგიონის სტატუსი აქვს. რეგიონები თავის მხრივ პროვინციებად იყოფა. 2010 წლის მონაცემებით ქვეყანაში სულ 110 პროვინციაა. პროვინციებზე დაბალი დონის ქვედანაყოფია კომუნა, იგივე მუნიციპალიტეტი. იტალიაში 8 101 კომუნაა.დემოგრაფია [რედაქტირება]
- მოსახლეობა — 60 231 214 (2009), მათ შორის 94,1% იტალიელები, 2,6% სარდინიელები, 1,2% ფრიულელები.
- ენები — იტალიური, გერმანული (ტრენტინო-ალტო-ადიჯეს რეგიონში), ფრანგული (ვალე დ-აოსტა), სლოვენური (ტრიესტე-გორიცია).
- რელიგია — კათოლიციზმი.
- ქალაქები (ათ.) — რომი (2 456, აგლომ. — 3 550), მილანი (1 180, აგლომ. — 4 047), ნეაპოლი (992, აგლომ. — 3 612), ტურინი (856, აგლომ. — 1.612), პალერმო (652, აგლომ. — 946), გენუა (602, აგლომ. - 675), ბოლონია (369, აგლომ. - 536), ფლორენცია (352, აგლომ. - 824).
ეკონომიკა [რედაქტირება]
- ე.ე.პ. სტრუქტურა (%) — სოფლის მეურნეობა — 3, მრეწველობა — 33, მომსახურება — 64;
- ე.ე.პ. (1 სულზე) — 20 170 $.
- უდიდესი კომპანიები — მონტედისონი, ფიატი, ალფა-რომეო, ბუგატი, პირელი, ირი, ბენეტონი, ფერარი.
- ექსპორტი — ღვინო, მანქანათმშენებლობის პროდუქცია, ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, ზეითუნის ზეთი, ტექსტილი.
- ბიუჯეტი — 504 000 მლნ $.
- ვალუტა — ევრო (EUR); 2002 წლამდე იტალიური ლირა.
ისტორია [რედაქტირება]
მემკვიდრეობა [რედაქტირება]
- რომი — პანთეონის ტაძარი (ძვ. წ. I ს.), კოლოსეუმი (I ს.), ფორუმი, კარაკალას აბანოები (III ს.), ტრიუმფალური თაღი, წმინდა პავლეს ტაძარი (IV ს.), კაპიტოლიუმის მუზეუმი, ეროვნული მუზეუმი, გალერეა ბორგეზე;
- მილანი — ოპერა „ლა სკალა“, ტაძარი (XIV ს.), სან-ამბროჯიოს ეკლესია (XII ს.), სანტა-მარია-დელლა-გრაციეს ტაძარი ლეონარდო და ვინჩის ფრესკით „საიდუმლო სერობა“;
- ფლორენცია — ისტორიული ცენტრი, ტაძარი (XIII ს.), სტროცის სასახლე (XV ს.);
- ვენეცია და მისი ლაგუნა, პიზის ტაძარი და კოშკი, პომპეის არქეოლოგიური ტერიტორია, ნეაპოლის ცენტრი და ყურე, სამეფო სასახლე კაზერტაში, სავოიის სამეფო სახლის რეზიდენცია;
- რომაული ეპოსი — ენეიდა (ძვ.წ. I).
Подписаться на:
Сообщения (Atom)